გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. 

პროექტის საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანსა და კახა აბულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. 

„გლდანის მერვე  მიკრორაიონში, N13 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია წესრიგდება. აქ ძალიან კარგი პარკი გაშენდება. სამუშაოები, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობა ახორციელებს, დაწყებულია და აგვისტოში დასრულდება. პროექტით გათვალისწინებულია მოსასვენებელი პავილიონების მოწყობა, ასევე, პატარებისთვის გაკეთდება ატრაქციონები, სასეირნო ბილიკები, განათების ბოძები, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა. აქ იყო უკანონო შემოღობვები და მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის, რადგან ხდება ამ სივრცეების გამოთავისუფლება. ასევე, განხორციელდება უსახური ფარეხების დემონტაჟი, სადაც ავტომობილებისთვის მოეწყობა საპარკინგე არეალი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, საქანელა სკამები, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება რულონური ბალახი და ხე-მცენარეები.

გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, განხორციელდება უკანონო შემოღობვისა და ავტოფარეხების დემონტაჟი და მოეწყობა საპარკინგე სივრცე.

აღნიშნული პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით 783 000 ლარი დაიხარჯება.

ადგილზე, დედაქალაქის მერთად ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში მიხეილ რეხვიაშვილი იმყოფებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პროგრამა ოფიციალურად ამოქმედდა

საქართველოში „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პროგრამა ოფიციალურად ამოქმედდა

საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 18-30 წლის მოქალაქეები ევროპის მასშტაბით 25 000-მდე ფასდაკლებითა და სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ.…
12-13 აპრილს, სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსის 9 დროებითი მარშრუტი დაწესდება – მერია

12-13 აპრილს, სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსის 9 დროებითი მარშრუტი დაწესდება…

დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის…
თბილისის მერია – უხვი ნალექის გამო მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

თბილისის მერია – უხვი ნალექის გამო მერიის შესაბამისი სამსახურები…

თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ტექნიკური…