2025 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 364.9 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისში (საშუალოდ 357 ათასი ვიზიტი თვეში). ამის შესახებ საქსტატის ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკაშია აღნიშნული.
მონახულებული რეგიონების მიხედვით ჩამონათვალში ასევე ლიდერობს აჭარა და კახეთი.
რაც შეეხება მიზნობრიობას, გასულ წელს ვიზიტების უმრავლესობა (52.3%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით, რომელსაც მოსდევს შოპინგი (15.7%), დასვენება, გართობა და რეკრეაცია (10.5%).
ამასთან, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა.
2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 მლნ 333 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 მლნ 642 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა 1.6%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 0.2%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.
გასულ წელს საქართველოს რეზიდენტი ვზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 700 ათასით განისაზღვრა, რაც 4.9%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 36.4%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.5%-ს შეადგენდა.
საქსტატი საქართველოს მოსახლეობის აღწერასთან დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს. საქსტატის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 2024 წლის აღწერის თანახმად არის 3,929,581 ადამიანი. ამასთან, საქსტატი აქვეყნებს დეტალურ…
საქსტატმა 2026 წლის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობა გასულ წელს 10,700 ადამიანით გაიზარდა და 3.94 მილიონს…
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა. დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი…