2025 წელს ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა – სტატისტიკა

2025 წელს ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა – სტატისტიკა

დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 მლნ 333 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 მლნ 642 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა 1.6%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 0.2%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.

გასულ წელსსაქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 700 ათასით განისაზღვრა, რაც 4.9%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.4%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.5%-ს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36.8% თბილისის მცხოვრებია, 15.6% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.3% — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წი

მსგავსი სიახლეები

თბილისის მოსახლეობა 1.4 მილიონს მიუახლოვდა – საქსტატი

თბილისის მოსახლეობა 1.4 მილიონს მიუახლოვდა – საქსტატი

საქსტატმა 2026 წლის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობა გასულ წელს 10,700 ადამიანით გაიზარდა და 3.94 მილიონს…
სად და რა მიზნით მოგზაურობდნენ ადგილობრივი ტურისტები 2025 წელს? – სტატისტიკა

სად და რა მიზნით მოგზაურობდნენ ადგილობრივი ტურისტები 2025 წელს?…

2025 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 364.9 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისში (საშუალოდ 357 ათასი ვიზიტი თვეში). ამის…
იანვარში ავტოექსპორტი შემცირდა – ტოპ საექსპორტო საქონლის რეიტინგი

იანვარში ავტოექსპორტი შემცირდა – ტოპ საექსპორტო საქონლის რეიტინგი

2026 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში 480 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტია. საქსტატის…