იანვარში საქართველოში ბანკების მოგება 19%-ით გაიზარდა

იანვარში საქართველოში ბანკების მოგება 19%-ით გაიზარდა

იანვარი კომერციულმა ბანკებმა 283.3 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს, რაც წლის ჭრილში 19%-იანი ზრდაა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, 19 კომერციული და მიკრობანკიდან მოგებაზე 15 იყო, ხოლო ზარალი 4-მა ბანკმა აჩვენა (“ჰეშბანკი”, “პეისერა”, “ვითიბი” და “სილქ ბანკი”).

მოგებიანობით პირველ ადგილზეა “საქართველოს ბანკი” 149 მლნ ლარით, მეორე ადგილზეა “თიბისი” 102.3 მლნ ლარი. მესამე ადგილს კი 9.2 მლნ ლარით “ლიბერთი” იკავებს. ხუთეულში შედის ბაზის ბანკი, რომლის წმინდა მოგება 8.4 მლნ ლარს შეადგენდა და კრედო ბანკი 6.7 მლნ ლარით.

იანვრის ბოლოსთვის ბანკების აქტივების მოცულობამ 106.5 მლრდ ლარს გადააჭარბა.

იანვარში ქართული ბანკების წმინდა მოგების/ზარალის მაჩვენებლები ასეთია:

საქართველოს ბანკი149,1 მლნ დოლარიწლიური ზრდა 18.2%
თი–ბი–სი ბანკი102,3 მლნ დოლარიწლიური ზრდა 15.3%
ლიბერთი ბანკი9,2 მლნ დოლარიწლიური კლება 19.3%
ბაზის ბანკი8,5 მლნ დოლარიწლიური ზრდა 19.7%
კრედო ბანკი6,8 მლნ დოლარიწლიური კლება 7.3%
პროკრედიტ ბანკი2,3 მლნ დოლარიწლიური კლება 2.6%
ტერა ბანკი3,1 მლნ დოლარიწლიური ზრდა 3.3%
ქართუ ბანკი1,1 მლნ დოლარიწლიური კლება 32.3%
ხალიკ ბანკი2 მლნ დოლარიწლიური ზრდა 32.6%
პაშაბანკი3,1 მლნ დოლარიწლიური ზრდა 218.2%
მიკრობანკი კრისტალი2,4 მლნ დოლარი2025 წლის იანვარში არ ოპერირებდა
იშ ბანკ1,2 მლნ დოლარიწლიური ზრდა 34.6%
ვი–თი–ბი ბანკი-7,1 მლნ დოლარიბანკი გასულ წელს 12,1 მილიონი დოლარის ზარალზე იყო
ზირაათ ბანკი975 ათასი დოლარიწლიური ზრდა 55.9%
სილქ ბანკი-2,1 მლნ დოლარიბანკი გასულ წელს 1.6 მილიონი დოლარის ზარალზე იყო
მიკრობანკი ემბისი396 ათასი დოლარიწლიური ზრდა 34.52026
პეივბანკი654 ათასი დოლარიბანკი გასულ წელს 874 ათასი დოლარის ზარალზე იყო
ჰეშბანკი-674 ათასი დოლარიბანკი გასულ წელს 637 ათასი დოლარის ზარალზე იყო
პეისერა-221 ათასი დოლარიბანკი გასულ წელს 167 ათასი დოლარის მოგებაზე იყო

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა – სებ

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან…

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის ცნობით, გამოქვეყნებულ ანგარიშში…
ბანკები ვალდებულნი არიან, საქართველოს კონსტიტუციით იხელმძღვანელონ – ნათია თურნავა

ბანკები ვალდებულნი არიან, საქართველოს კონსტიტუციით იხელმძღვანელონ – ნათია თურნავა

თუ საერთაშორისო სანქციებსა და ქართულ კანონებს შორის წინააღმდეგობა გაჩნდება, ბანკები ვალდებულები არიან, ადგილობრივ წესებს დაემორჩილონ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის,…
S&P Global Ratings-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა რეგიონში მოწინავეა – სებ

S&P Global Ratings-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება…

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მორიგი განახლება გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა…