“ირანში ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ლიდერია ლიკვიდირებული”, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი სოციალურ ქსელშიწერს.
“ამ რადიკალური რეჟიმისა და მისი ტერორისტი ლიდერებისთვის ხელის შეშლა, რომ ამერიკასა და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს არ დაემუქრონ, აუცილებელ მიზანს წარმოადგენს. ტერორისტების მოკვლა ამერიკისთვის კარგია.
47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმი აქტიურად ხელს უწყობდა ამერიკელების მკვლელობას, თანაც სკანდირებდა „სიკვდილი ამერიკას“ და აფინანსებდა ტერორისტებს, რომლებიც ცდილობენ აშშ და სრულიად დასავლური ცივილიზაცია გაანადგურონ. წინა ამერიკელი ლიდერები ზედმეტად სუსტები იყვნენ, რომ რამე გაეკეთებინათ. პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს მათი სასტიკი თავდასხმები დასრულდება“, – წერს თეთრი სახლის პრესსპიკერი.
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. განვხადების თანახმად, ისრაელის სახელმწიფოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის…