საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ძალას და მნიშვნელობას იძენს – მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ძალას და მნიშვნელობას იძენს – მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, აღნიშნული ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების შეჯამებისა და სამომავლო გეგმების განსაზღვრისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფორმატი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაჯამებლად გასული წლის განმავლობაში, თუ როგორი დინამიკა გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებში და რა გეგმები გვაქვს მომავალში. მეორე მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით დაკავშირებადობის მიმართულებით.

„ნამდვილად დღეს ვერავინ უარყოფს იმ როლს, რომელსაც სამხრეთ კავკასია და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თამაშობენ ჩვენს კონტინენტზე, გლობალურად და ზოგადად დაკავშირებადობის კუთხით, თუ როგორ იზრდება ამ რეგიონის პოტენციალი. ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რაც ჩვენ გვაკავშირებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. ამ შემთხვევაში, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ძალას და ახალ მნიშვნელობას იძენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის არის ძალიან მეგობრული, კარგი ურთიერთობა, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის არის ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი, რაც ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა და კარგი, მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობები,“ – აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის: სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი გუშინ დაასრულა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი კობახიძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მთავარი მოვლენა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა იყო. სხდომა საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების დღის წესრიგი, მათ შორის:

  • ვაჭრობის მოცულობის გაზრდის პერსპექტივები;
  • თანამშრომლობა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში;
  • რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა – რა განიხილეს?

მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა…

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვთან ტელეფონით ესაუბრა. საგარეო საქმეთა…
მაკა ბოჭორიშვილი: “მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

მაკა ბოჭორიშვილი: “მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო და…

2026 წლის 7 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ღონისძიების „მოკავშირეები ანკარაში“ ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ…
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „მოკავშირეები ანკარაში“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოს პოზიციების წარმოსაჩენად

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „მოკავშირეები ანკარაში“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოს პოზიციების…

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „მოკავშირეები ანკარაში“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოს პოზიციების წარმოსაჩენად. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების…