21 და 22 მარტს ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, დაინიშნება დამატებითი რეისებიც

21 და 22 მარტს ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, დაინიშნება დამატებითი რეისებიც

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის.

აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა“.

დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.

მსგავსი სიახლეები

შსს 21 მარტს თბილისში ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს

შსს 21 მარტს თბილისში ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება როგორც…
ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, 22 მარტის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც იცვლება

ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, 22 მარტის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტის…

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 22 მარტის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. თბილისის…
ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი…

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს თავდაცვის…