პარლამენტმა 87 ხმით, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას.
ცვლილების მიხედვით, კანონის გარდამავალ დებულებას ემატება საგამონაკლისო რეგულაცია, რომლის თანახმად, 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ იმ ბავშვებსაც, რომლებსაც 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 6 წელი უსრულდებათ.
საკითხი პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა წარადგინა.
„პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ, მათ შორის, ბავშვებს, რომლებიც 16 სექტემბრის შემდეგ 31 დეკემბრის ჩათვლით არიან დაბადებული, შესაძლებლობა მიეცეთ, ისარგებლონ რეგისტრაციის ყველა ეტაპით. აქედან გამომდინარე, მივიჩნიეთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოხდეს“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრული „ერთი ქალაქი…
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ამოქმედდა. მას ხელი 4 თებერვალს “ოცნების” მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოაწერა. კანონში ცვლილებები სრულად…