საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწვევით, 3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს,…
საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე საქართველოში იტალიის საგანგებო და…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2026 წლის 28 აპრილის წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. ოქმის თანახმად, საპატრიარო კანდიდატებს შორის…