რუსეთმა და ჩინეთმა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გაერო-ს რეზოლუციას ვეტო დაადეს

რუსეთმა და ჩინეთმა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გაერო-ს რეზოლუციას ვეტო დაადეს

ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გაერო-ს რეზოლუციას რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს.

რეზოლუციას უსაფრთხოების საბჭოს 11-მა წევრმა მხარი დაუჭირა, რუსეთმა და ჩინეთმა მის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ორმა კი – პაკისტანმა და კოლუმბიამ, თავი შეიკავა.

სხდომას ხელმძღვანელობდა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი. კენჭისყრამდე მან საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ პროექტი ახალ რეალობას არ ქმნიდა, არამედ სერიოზულ პასუხს წარმოადგენდა ირანის მხრიდან მტრული ქცევის გამეორებაზე, რომელიც უნდა შეწყდეს.

რეზოლუციის ჩავარდნის შემდეგ, ზაიანიმ განაცხადა, რომ საბჭომ ვერ შეძლო თავისი პასუხისმგებლობის შესრულება უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც გადამწყვეტ მოქმედებას დაუყოვნებლივ მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია, თუმცა საზღვაო ბლოკადა ძალაში დარჩება – დონალდ ტრამპი

ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია, თუმცა საზღვაო ბლოკადა ძალაში დარჩება…

ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გაიხსნა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ჰორმუზის სრუტე სრულად…
რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკაზე

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკაზე

რამაზ აბესაძე, პროფესორი მართალია, ომი უშუალოდ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, მაგრამ მასში სხვადასხვა სახით (იარაღის მიწოდება, ჰუმანიტარული დახმარება, ლტოლვილების მიღება,…