ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით მუშაობის განსაკუთრებულ განრიგზე გადადის. უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული სერვისცენტრები მუშაობას დროებით შეაჩერებენ, თუმცა საბაჟო გამშვები პუნქტების ნაწილი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, შეფერხების გარეშე იმუშავებენ:
სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები;
საბაჟო ტრანზიტის სამმართველო — მათ შორის, დისტანციური არხების (ტელეფონი, ჩათი) მეშვეობით საბაჟო ფორმალობებსა და პროცედურებზე კონსულტაციის გაწევის ნაწილში.
აღნიშნულ პერიოდში საქმიანობას აჩერებენ:
მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით;
საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი (2 299 299);
გაფორმების ეკონომიკური ზონები (გეზი) და გაფორმების განყოფილებები.
მიუხედავად შეზღუდვებისა, მუშაობას მაინც გააგრძელებენ შემდეგი ქვედანაყოფები:
გეზ-ების საქონლის გაფორმების და ლოჯისტიკის სამმართველოები;
გეზ „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველო;
გეზ „ფოთისა“ და გეზ „ბათუმის“ შესაბამისი ჯგუფები;
შსს მომსახურების სააგენტოს მიერ შევსებული დეკლარაციებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმება.
მნიშვნელოვანია: 9-დან 13 აპრილის ჩათვლით, საბაჟო ორგანოს მიერ გაწეულ მომსახურებაზე იმოქმედებს საქართველოს მთავრობის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფი, რომელიც არასამუშაო/უქმე დღეებისთვისაა დაწესებული.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებსა და ბიზნეს სუბიექტებს, აღნიშნული განრიგი გაითვალისწინონ სერვისებით (მათ შორის ელექტრონული მომსახურებით) სარგებლობისას.
2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 90549 კოლოფი…
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, 22:05 საათზე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსული დროშის ქვეშ მცურავი…
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრად კონტროლდება. კერძოდ,…