სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის ჯარიმების გაზრდა იგეგმება

სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის ჯარიმების გაზრდა იგეგმება

სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება.

შესაბამისი ცვლილებები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა, 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარით განისაზღვრება; სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა, 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება; აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა, 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება; აზარტული ან მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა, 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმის ოდენობა, 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარით განისაზღვრება.

„ამჟამად მოქმედი ჯარიმების ოდენობა ვერ ასრულებს რეალურ შემაკავებელ ფუნქციას, ვერ უზრუნველყოფს რისკების ეფექტიან პრევენციას და, შესაბამისად, ნებართვის მფლობელებისთვის (ორგანიზატორებისთვის) ხშირ შემთხვევაში უფრო ეკონომიკურად მიზანშეწონილია სანებართვო პირობების დარღვევა და შემდგომ ჯარიმის გადახდა, ვიდრე დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია სათამაშო ბიზნესის სფეროში რეგულაციების აღსრულების გამკაცრება და სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაზრდა. ამასთანავე, ცვლილება მიმართულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებისკენ“, – ნათქვამია პროექტში, რომელიც მთავრობამ მოამზადა.

მსგავსი სიახლეები

მძღოლების სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა

მძღოლების სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა

დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო…
ჯარიმები ჩამოეწერება ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და აღდგება თუ კომპანია ვალდებულებებს არ შეასრულებს – კობახიძე

ჯარიმები ჩამოეწერება ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და აღდგება თუ კომპანია…

ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და აღდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, – ამის შესახებ საქართველოს…
თბილისში ამტვერებადი მასალების გამოყენებაზე ჯარიმების 2 500-დან ₾30 000-მდე გაზრდას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

თბილისში ამტვერებადი მასალების გამოყენებაზე ჯარიმების 2 500-დან ₾30 000-მდე…

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომელიც გარემოსდაცვითი და სამშენებლო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული…