გივი მიქანაძე ახალგაზრდობის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

გივი მიქანაძე ახალგაზრდობის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერო-ს სათავო ოფისში გენერალური მდივნის მოადგილეს ახალგაზრდობის საკითხებში, ფელიპე პაულიერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

მინისტრმა გაერო-ს წარმომადგენელს ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ECOSOC-ის ახალგაზრდობის ფორუმის მნიშვნელობასა და გლობალურ ახალგაზრდულ დიალოგში საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზე.

საუბარი შეეხო 2026 წლის სამოქმედო გეგმას და კვლევას, რომელიც სამინისტრომ ახალგაზრდობის სფეროს საჭიროებების შეფასების მიზნით ჩაატარა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და ახალგაზრდობის ჩართულობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში საქართველოს მთავრობისთვის გამორჩეული პრიორიტეტია. ამ მიზნით სააგენტო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მათ შორის, ახალგაზრდულ ბანაკებს, საგრანტო კონკურსებს და მრჩეველთა საბჭოებს.

გივი მიქანაძემ საერთაშორისო ბანაკებზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთთან თანამშრომლობით ახორციელებს. მისი თქმით, წელს ამ პროექტში თურქეთიც აქტიურად ჩაერთვება.

ახალგაზრდობის საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილემ მინისტრს მადლობა გადაუხადა გამოცდილების გაზიარებისთვის და ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის სრული მზაობა გამოხატა.

შეხვედრის დასასრულს ფელიპე პაულიერმა გივი მიქანაძე საერთაშორისო ფორუმზე მიიწვია, რომელიც ნოემბერში ნიუ იორკში გაიმართება.

ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო

პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების…

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო. ნიუ იორკში მიმდინარე გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების…
რა ფაკულტეტები რჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს? – ჩამონათვალი

რა ფაკულტეტები რჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს? – ჩამონათვალი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრული „ერთი ქალაქი…
შევთავაზეთ, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, რომელმაც თუნდაც ორი წლის განმავლობაში იმსჯელოს და შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია – გივი მიქანაძე

შევთავაზეთ, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, რომელმაც თუნდაც ორი წლის…

“შეხვედრაზე გვქონდა შეთავაზება, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო და თუნდაც ორი წლის, ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმსჯელოს, ყველა პოზიცია…