პარლამენტმა ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა – რა ვადით გაიცემა იგი?

პარლამენტმა ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა – რა ვადით გაიცემა იგი?

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, 72 ხმით მიიღო.

საკითხი კანონმდებლებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გააცნო.

კანონპროექტის თანახმად, ინერგება ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა. აღნიშნული კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა ხუთი წლის მოქმედების ვადით და საქართველოში ყოფნის ერთი წლის ვადით.

C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით შემოდის და რომელსაც ასევე უფლება აქვს, განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ, თუ ის უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობას.

ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.

ცვლილებების თანახმად, კანონში ტერმინი E-VISA PORTA ჩანაცვლდება ჩანაწერით – „სპეციალური ვებგვერდი“. ამასთან, შესაძლებელი იქნება, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით მიღება.

C5 კატეგორიის ვიზის გაცემაზე უარის თქმის დასაბუთების საჭიროების არარსებობის საფუძვლად განისაზღვრება კიდევ ერთი, ახალი საფუძველი – სახელმწიფო საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

დიდი ბრიტანეთი სავიზო პოლიტიკას ცვლის – ვის შეეხება ახალი წესები?

დიდი ბრიტანეთი სავიზო პოლიტიკას ცვლის – ვის შეეხება ახალი…

2026 წლის დასაწყისიდან დიდი ბრიტანეთი ეტაპობრივად ელექტრონული ვიზის (eVisa) სისტემას ნერგავს.  e-Consul-ის ინფორმაციით, აღნიშნული მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს როგორც ახალი განმცხადებლებისთვის, ისე…