ფასების საპარლამენტო კომისია საბოლოო დასკვნას ხვალ, 1-ელ მაისს წარმადგენს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა დღევანდელი სხდომის შეჯამებისას განაცხადა. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
დღეს კი, “ფასების საპარლამენტო კომისიაში” ნავთობკომპანიებს მოუსმინეს.
“ჩვენ, ჩვენი მხრივ თქვენი მხრიდან წამოსულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ საბოლოო დასკვნაში, რომელსაც ხვალ წარმოვადგენთ.
დიდ სურათში ფასწარმოქმნის ჯაჭვი რომ ავიღოთ, პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს სადღაც პროდუქციის მთელი გაყიდვებიდან 88-89%-ს, საოპერაციო ხარჯი მერყეობს 8%-მდე და საოპერაციო მოგება 2.5%-დან 3%-მდეა. ყოველივე ამას ჩვენს დასკვნაში გავითვალისწინებთ”,- განაცხადა ბერეკაშვილმა.
შეგახსენებთ, კომისია საკანონმდებლო ორგანოში თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა. მის მიზნად ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახელდება. კომისია უკვე შეხვდა რითეილ სექტორის, სადისტრიბუციო და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე, მწარმოებლებს და ა.შ.
პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა, მუშაობა დაასრულა. შემაჯამებელ სხდომაზე კომისიამ დასკვნის პროექტს მხარი 8 ხმით…