ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დახურულ შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
ამის შესახებ მან სომხეთში ჟურნალისტებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტზე მონაწილეობისას განუცხადა. “უკრაინა მეგობარი ქვეყანაა, ამას უნდა გავუფრთხილდეთ” – განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ სულისკვეთებით ესაუბრა ის უკრაინის პრეზიდენტს.
„მე შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული შინაარსის შეხვედრა, დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის.
თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო და ძალიან მეგობრული საუბარი.
უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს, ამას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად და ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რომელიც პრეზიდენტს გავუზიარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის ხელშეკრულებაზე მიღწეული შეთანხმებით საქართველო დამატებითი გაზის ხელშეკრულებით კვლავ 500 მლნ მ3 გაზი შემოვა.…
პირველ რიგში, ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი…
ირაკლი კობახიძემ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის ისტორიულ გზაზე, სუვერენიტეტსა და ქრისტიანობის როლზე…