საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ახალი ბაზრის კვლევა გამოცხადდება.
“განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა კვლევა 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის 1 801 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
2026 წლის 14 მაისს ბაზრის კვლევის პროცესში კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ბაზრის კვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უახლოეს დღეებში შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გამოცხადდება ახალი ბაზრის კვლევა სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით”, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2025 წლის „პიზას“ კვლევის შედეგები გასაჯაროვდა, რომლითაც ჩვენ მივიღეთ ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. დაფიქსირდა, რომ საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში პროგრესს მიაღწია სამივე…
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ზუსტი ინფორმაცია…
სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია, – ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სასკოლო ფორმების მიწოდება დიდ ქალაქებსა და რეგიონებში…