უპასუხისმგებლო კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ – რევაზ სოხაძე

უპასუხისმგებლო კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ – რევაზ სოხაძე

ტენდერებში მონაწილეობის საკითხს მხოლოდ კანონმდებლობა წყვეტს და არა რომელიმე ჩინოვნიკი. თუ კანონმდებლობით კონკრეტულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა შეზღუდული, მას შეეძლო მონაწილეობა და გამარჯვება, – აღნიშნა  ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ  ამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ე.წ. შავი სიის მიმართ მიდგომების გამკაცრების შედეგად უპასუხისმგებლო კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს არ ასრულებენ, ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული ცვლილებები ადეკვატურად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ინფრასტრუქტურის სექტორში არსებობს.

„ეს ცვლილებები რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას სამშენებლო სექტორში და შექმნის სამართლიან გარემოს“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მსგავსი სიახლეები

რევაზ სოხაძე – ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. მგვინდა, ახალი არქიტექტურული ღირებულება შევქმნათ

რევაზ სოხაძე – ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა.…

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და…
„განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“ – რევაზ სოხაძე 21-ე სკოლაში სწავლის პროცესის შეჩერებაზე

„განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“ –…

ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით,…
2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ – რევაზ სოხაძე

2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ –…

„28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის…