ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
„მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოსთან. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების და ტურისტული მიმოსვლის გაფართოების კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახლად არჩეული უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძემ სახელმწიფო…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო…
უმაღლესი განათლების სისტემაში, ზოგადად, არ გვაქვს დღეს სახარბიელო მდგომარეობა. სწორედ ამის გამო ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია უმაღლესი განათლების რეფორმისთვის, – ამის შესახებ…