სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია ხვალ დაიწყება

სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია ხვალ დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციას 28 მაისს, 10:00 საათზე დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას NAEC ავრცელებს.

სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge – 8 ივნისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

“სავალდებულოა, კონკურსში მონაწილემ 5 ივნისის 18:00 საათამდე გადაიხადოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური (10 ლარი) და 8 ივნისის 18:00 საათამდე დაასრულოს რეგისტრაცია”, – იტყობინება NAEC-ი.

ცნობისთვის, მინისტრის ბრძანებით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

PISA-ს კვლევით, საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების გაუმჯობესების კუთხით 91 ქვეყანას შორის პირველ ადგილს იკავებს –  მინისტრი

PISA-ს კვლევით, საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების გაუმჯობესების კუთხით 91…

2025 წლის „პიზას“ კვლევის შედეგები გასაჯაროვდა, რომლითაც ჩვენ მივიღეთ ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. დაფიქსირდა, რომ საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში პროგრესს მიაღწია სამივე…
განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ…

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ზუსტი ინფორმაცია…
თსუ აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს – მინისტრი

თსუ აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს…

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს,” – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია…