მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოთქვა მზაობა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის მიმართულებით.

“მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის ფარგლებში საქართველოს როლის გაძლიერებას და რეგიონული დაკავშირებადობის ზრდას. ასევე აღინიშნა ამერიკის მაღალი ინტერესი შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით. აქცენტი გაკეთდა ამერიკულ ინვესტიციებზე საქართველოში, მათ შორის, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის (PACE) გაფართოების პროექტზე, რომელიც ხორციელდება აშშ – ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერით.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული დინამიკა და აღნიშნეს, რომ დიალოგის არსებობა პოზიტიურად აისახება ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის პროცესზე”, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო

კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო

27 მაისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში ამერიკის შეერთებული…
მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ენერგეტიკის…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარს შეხვდა და მასთან ენერგეტიკის სექტორში ორი…
მარიამ ქვრივიშვილი დიდი ჰესების დაფინანსების საკითხზე ADB-ის დელეგაციას შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი დიდი ჰესების დაფინანსების საკითხზე ADB-ის დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დელეგაციას შეხვდა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული მხარეებს შორის საუბარი ენერგეტიკის…