20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე 500 მლნ მ³ გაზი შემოვა – ირაკლი კობახიძე

20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე 500 მლნ მ³ გაზი შემოვა – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის ხელშეკრულებაზე მიღწეული შეთანხმებით საქართველო დამატებითი გაზის ხელშეკრულებით კვლავ 500 მლნ მ3 გაზი შემოვა.

ასე უპასუხა მან BMG-ის კითხვას, რომელიც აზერბაიჯანთან განახლებული კონტრაქტის პირობებს შეეხებოდა.

“არ ვიცი ამ დეტალებში შეიძლება შევიდეთ თუ არა, მაგრამ კიდევ ერთხელ, რაც შეეხება მთავარ არსს, იყო 20-წლიანი ხელშეკრულება, რომელსაც ვადა ეწურებოდა წელს. ეს 20-წლიანი [ხელშეკრულება] გახანგრძლივდა 20 წლით. მოცულობა არ შეცვლილა. ანუ იგივე 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი საქართველოში შემოვა ამ 20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ეს არის გარანტირებული მოცულობა და ფასი იქნება ისევ სოციალური, როგორც მანამდე იყო დადგენილი”, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე რომელი მილსადენით მიიღებს საქართველო აზერბაიჯანიდან გაზს და დათმობს თუ არა თავის წილს სამხრეთ კავკასიის მილსადენში (SCP), რათა აზერბაიჯანულმა მხარემ ევროკავშირისთვის უფრო მეტი გაზი მიწოდება შეძლოს.

კობახიძე პასუხობს: “ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რაც შეეხება შაჰდენიზს: სამი ძირითადი მიმართულებაა ხომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდებაზე, იმპორტზე და ტრანზიტზე. არის შაჰდენიზი, არის ეს 20-წლიანი ხელშეკრულება და არის კიდევ მესამე ხელშეკრულება, რომელიც ძალიან კარგი პირობებით აქვს ასევე საქართველოს. მთლიანობაში ჩვენი შეთანხმება შეეხებოდა სამივე მიმართულებას და ქვეყანამ მიიღო იდეალური პირობები. ისე, რომ მოცულობები, მაგალითად შაჰდენიზთან დაკავშირებით თუ ზოგადად მოცულობები გაინტერესებთ, მოცულობები არ შემცირებულა, პირიქით, გარანტირებული მოცულობა გაეზარდა ქვეყანას, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი მიღწევა. ანუ, საქართველოს გაეზარდა გარანტირებული მოცულობა, რასაც მიიღებს აზერბაიჯანიდან იმპორტის სახით”.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას კობახიძის პრესსამსახური ავრცელებს.…
ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები – ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები – ირაკლი…

ჩვენთვის ევროპა, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ფასეულობებია, ევროპული ტრადიციები, ევროპული კულტურა და ცივილიზაცია. სწორედ ამიტომ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი, მისი განუყოფელი შემადგენელი…
საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და თურქეთის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და თურქეთის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის…

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ,მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ივა პეტროვამ და თურქეთის…