ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე, რომელიც მოიცავს როგორც საზღვრის კვეთის პროცედურების ხელშეწყობის, ისე სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს, ასევე საქონლისა და მგზავრების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფასა და ვაჭრობის წახალისებას.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა მზაობა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მსგავსი სიახლეები

საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით – ფინანსთა მინისტრი

საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს…

„საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით“, – განაცხადა ფინანსთა…
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ვაშინგტონში საერთაშორისო ინვესტორებს შეხვდნენ

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ვაშინგტონში საერთაშორისო ინვესტორებს შეხვდნენ

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა…
“გვექნება [ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების] დიდი გამოშვება, სადაც საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებს მოვიწვევთ – ლაშა ხუციშვილი

“გვექნება [ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების] დიდი გამოშვება, სადაც საერთაშორისო…

“გვექნება [ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების] დიდი გამოშვება, სადაც საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებს მოვიწვევთ”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 500-მილიონიანი ევრობონდის…