მაისში ფულადი გზავნილები $340 მილიონამდე გადმოირიცხა – ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოიგზავნა

მაისში ფულადი გზავნილები $340 მილიონამდე გადმოირიცხა – ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოიგზავნა

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 340 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მაისში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოიგზავნა 64 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი. მეორე პოზიციას 56 მილიონი დოლარით იკავებს იტალია, საიდანაც გზავნილები 6%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან გადმორიცხული თანხა კი 11%-ით, 49 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

 

2026 წლის მაისის ფულადი გზავნილების სტატისტიკა

#ქვეყანაგადმორიცხული თანხა – მლნ დოლარიზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1აშშ$648%
2იტალია$566%
3რუსეთის ფედერაცია$4911%
4გერმანია$3010%
5ისრაელი$2923%
6საბერძნეთი$279%
7თურქეთი$1113%
8ესპანეთი$98%
9ყაზახეთი$73%
10საფრანგეთი$610%

მსგავსი სიახლეები

აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა სრულად მოხსნა

აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა სრულად მოხსნა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა მოხსნა. ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად,…
მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების მოცულობამ $36.9 მილიონი შეადგინა – სად ვრიცხავთ ყველაზე მეტს?

მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების მოცულობამ $36.9 მილიონი შეადგინა…

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების მოცულობამ 36.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვესთან, ანუ…
მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა – სებ

მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა…

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მლნ აშშ დოლარი (911.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.1% ით (22.4 მლნ…