მარიამ ქვრივიშვილმა ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

მარიამ ქვრივიშვილმა ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და აღინიშნა, რომ საქართველო-ისრაელის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წელს მაღალი, 33%-იანი ზრდით ხასიათდება.

„მარიამ ქვრივიშვილმა ელჩთან ისრაელ-საქართველოს შორის ტურიზმის მიმდინარე ტენდენციები და საჰაერო მიმოსვლის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები განიხილა. ხაზი გაესვა, რომ საქართველო ისრაელისთვის რიგით მესამე ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობას.

ეკონომიკის მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა – მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა – მხარეებმა…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან.…
“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა” – მარიამ ქვრივიშვილი

“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა” – მარიამ…

“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისი-შანხაის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ…
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს. როგორც მან 6 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს…