მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ყაზახეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ყაზახეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი

ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს მოაწერა ხელი.

სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტებს ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ მოეწერა ხელი.

“ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, ასევე ტურისტული პროდუქტებისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და დადებითად აისახება ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების ზრდაზე.

მემორანდუმი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ციფრული ეკონომიკის, საჯარო ციფრული სერვისებისა და ციფრული სწავლების განვითარებას ითვალისწინებს. დოკუმენტი ასევე ხელს შეუწყობს ქართული და ყაზახური სტარტაპებისა და IT – კომპანიების ურთიერთდაკავშირებას და გამოცდილების გაზიარებას.

ყაზახეთის მხრიდან დოკუმენტებს ხელი ტურიზმისა და სპორტის მინისტრმა ერბოლ მირზაბოსინოვმა და ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების მინისტრმა ჟასლან მადიევმა მოაწერეს.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა”, – ავრცელებს ეკონომიკის სამინისტრო.

მსგავსი სიახლეები

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა – მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა – მხარეებმა…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან.…
“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა” – მარიამ ქვრივიშვილი

“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა” – მარიამ…

“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისი-შანხაის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ…
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს. როგორც მან 6 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს…