ივლისში ყველაზე მეტად თევზეული გაძვირდა – საქსტატი

ივლისში ყველაზე მეტად თევზეული გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა.

თევზეული 18.2 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.2 პროცენტით, პური და პურპროდუქტები 8.1 პროცენტით, ზეთი და ცხიმი 7.6 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო 6.4 პროცენტითაა გაძვირებული, რძე, ყველი და კვერცხი – 4.2 პროცენტით. ხილსა და ყურძენზე ფასებმა 2.5 პროცენტით მოიმატა. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 1.7 პროცენტით გაძვირდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 1.5 პროცენტით. ამასთან, ფასების 5.7-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე.

ამასთან, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (20.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (10.8 პროცენტი);

„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3 პროცენტით, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.4 პროცენტი), ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (8.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.0 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.7 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.7 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა – საქსტატი

საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა – საქსტატი

2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა.საქართველოს სტატისტიკის…
2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 19.3 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 19.3…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 900.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024…
წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 517.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,…