2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ დოლარი შეადგინა – სებ

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ დოლარი შეადგინა – სებ

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ აშშ დოლარი (922.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით, ანუ 13.1 მლნ აშშ დოლარით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ივლისში ევროკავშირიდან გადმორიცხულმა თანხამ 153.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ მთლიანი გზავნილების 43.7% შეადგინა. წლიურად გზავნილები კი 2.4%-ით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი წილით კვლავ იტალია, გერმანია და საბერძნეთი გამოირჩევა.

ამასთან, ზრდა დაფიქსირდა სხვა ძირითადი პარტნიორი ქვეყნებიდანაც. აშშ-დან გზავნილები წლიურად 11.2%-ით გაიზარდა და 67.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ისრაელიდან – 21.6%-ით, 29.3 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო თურქეთიდან – 21.8%-ით, 12.2 მლნ აშშ დოლარამდე.

2026 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 39.0 მლნ აშშ დოლარი (102.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ივლისის მაჩვენებელთან  (37.3 მლნ აშშ დოლართან) შედარებით 4.7%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ…

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა. შესაბამისი ინფორმაცია სებ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, დაჯარიმებულია ი.მ “მერაბ მსხალაძე”, ი.მ “მერაბ ბერიძე”,…
ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. თუ 17 ივნისს გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით ცენტრალური ბანკი მიმდინარე წლის საშუალო…