შსს ლარსის საზღვრის რუსეთის მოქალაქეების მიერ კვეთასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს ლარსის საზღვრის რუსეთის მოქალაქეების მიერ კვეთასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ბოლო 24 საათში ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. უწყების განცხადებით, აღნიშნული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

შსს-ს განმარტებით, ეს ინფორმაცია ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ემსახურება.

„განვმარტავთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8406-მა მოქალაქემ.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე, სხვადასხვა მონაცემის არასწორი ინტერპრეტაციითა და დამახინჯებული ფორმით გავრცელებისგან“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე პორტატული მოწყობილობის კომპლექტით შემოწმდება

1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე პორტატული…

მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა, რომლითაც  განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული…
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. უწყების განცხადებით, დაკავება ორგანიზებული…
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო შსს-ში დღეიდან ამოქმედდა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო შსს-ში დღეიდან…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო მუშაობას შეუდგა. შსს-ს ინფორმაციით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები…