აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საგზაო სამუშაოებზე ₾150-მილიონიანი ტენდერები გამოცხადდა

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საგზაო სამუშაოებზე ₾150-მილიონიანი ტენდერები გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერები გამოცხადდა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 150 მლნ ლარია და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სამუშაოების შესრულების ვადა ორივე შემთხვევაში სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა.

“საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერები გამოაცხადა.

განსახორციელებელი შესყიდვის პირობები ითვალისწინებს პრეისკურანტის საფუძველზე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების, მათ შორის, პერიოდული შეკეთების, ასევე, საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას.

როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 150 მლნ. ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების შესრულების ვადა ორივე შემთხვევაში სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა.

აღმოსავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ასევე, დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები (გარდა აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი საავტომობილო გზებისა.

დასავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები”, – წერია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20 საჯარო სკოლის პროექტირება- რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20 საჯარო სკოლის პროექტირება- რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერი გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტები მოიცავს მესტიის, წყალტუბოს, ყვარლის, ზუგდიდის,…
რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მონაკვეთების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მონაკვეთების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი ხელახლა…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო ტენდერები (4 ლოტად) ხელახლა გამოაცხადა.…
შპს „თბილისი ენერჯი“ ფოლადის მილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

შპს „თბილისი ენერჯი“ ფოლადის მილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

შპს „თბილისი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს ფოლადის მილების შესყიდვაზე. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შესასყიდი ფოლადის მილების ჩამონათვალი, რაოდენობა,…