14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული – გივი მიქანაძე

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული – გივი მიქანაძე

პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკვე იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში მოხდება პედაგოგების შერჩევა რეპეტიტორიუმისთვის, მათი გადამზადება და მათი მომზადება იმისთვის, რომ შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისში, უკვე რეპეტიტორიუმი ოფიციალურად ჩაეშვას. „პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია.

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული. დეტალურად გაწერილია გრაფიკი, როგორც ბეჭდვის, მოწოდების და შემდგომში დარიგების.

პირველ, მეშვიდე და მეათე კლასში სრულიად ახალი სახელმძღვანელოები ექნებათ ბავშვებს, ჰუმანიტარული და STEM მიმართულებებით, აბსოლუტურად განახლებული და რაც მთავარია, ახალი პრინციპი შემოდის – ყველა სკოლაში, არ აქვს მნიშვნელობა არის საჯარო თუ კერძო, ეს ახალი სახელმძღვანელოები იქნება ერთი და საერთო სტანდარტის. არ იქნება 2, 3 და 4 სახელმძღვანელო.

საჯარო სკოლებში ტრადიციულად უფასოდ მიეწოდება ეს წიგნები, ხოლო კერძო სკოლები შეიძენენ შპს „საგანმანათლებლო რესურსებიდან“ ამ წიგნებს. ჩვენი მიზანია, რომ 2028 წლის ბოლომდე, ყველა საფეხურზე, ყველა საგანში, ჰუმანიტარულში და STEM მიმართულებებზე სახელმძღვანელოები მთლიანად უნდა ჩანაცვლდეს და უნდა იყოს ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო.

უკვე ინტენსიურად იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული.

ასევე, უახლოეს პერიოდში მოხდება პედაგოგების შერჩევა რეპეტიტორიუმისთვის, მათი გადამზადება და მათი მომზადება იმისთვის, რომ შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისში, უკვე რეპეტიტორიუმი ოფიციალურად ჩაეშვას. რეპეტიტორიუმში ვერ იქნება 29 – ბავშვიანი ჯგუფები, აქ იქნება ბევრად უფრო შემცირებული რაოდენობის ჯგუფები, მინიმუმ ნახევარი. თუმცა ვცდილობთ გამოვნახოთ შესაძლებლობა, რომ იქნებ 10 – ბავშვიანი ჯგუფები გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ეს გადამზადება 3-4 საგანში, რომელიც მათ ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ, მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს.

ის, რომ 3 ან 4 საგანში მოემზადებიან მთელი წლის განმავლობაში, იქნება ერთი – ერთში იმ მოთხოვნებსა და პროგრამასთან თანხვედრაში, რაც ეროვნული გამოცდების პროგრამითაა გათვალისწინებული და ბავშვების შემცირებული რაოდენობა იქნება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავის შედეგს გვაჩვენებს. მოუთმენლად ველით 2027-2028 სასწავლო წლის დაწყებას, როცა პირველად ჩაეშვება რეპეტიტორიუმი.

ჩვენი მიზანია ბავშვმა ისე დაამთავროს სკოლა, რომ მას თავისუფლად შეეძლოს ეროვნული გამოცდების ბარიერის დაძლევა და შესაბამის უნივერსიტეტში ადგილის მოპოვება“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

მსგავსი სიახლეები

PISA-ს კვლევით, საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების გაუმჯობესების კუთხით 91 ქვეყანას შორის პირველ ადგილს იკავებს –  მინისტრი

PISA-ს კვლევით, საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების გაუმჯობესების კუთხით 91…

2025 წლის „პიზას“ კვლევის შედეგები გასაჯაროვდა, რომლითაც ჩვენ მივიღეთ ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. დაფიქსირდა, რომ საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში პროგრესს მიაღწია სამივე…
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს…
გივი მიქანაძის განცხადებით, წელს, I-VI კლასელები ჩაიცვამენ ფორმას და ყოველ წელს თითო კლასი დაემატება

გივი მიქანაძის განცხადებით, წელს, I-VI კლასელები ჩაიცვამენ ფორმას და…

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, წელს ფორმას I-VI კლასელები ჩაიცვამენ და ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. როგორც მან…