გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს.

“27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.

28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს – გარემოს ეროვნული სააგენტო

წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს –…

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძლებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო…
თოვა, ქარბუქი, ზღვაზე შტორმი – 13-14 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება

თოვა, ქარბუქი, ზღვაზე შტორმი – 13-14 იანვარს საქართველოში ამინდი…

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 იანვარს, საქართველოში ამინდი გაუარესდება. “13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის სახით, 14…