სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20 საჯარო სკოლის პროექტირება- რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20 საჯარო სკოლის პროექტირება- რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერი გამოაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტები მოიცავს მესტიის, წყალტუბოს, ყვარლის, ზუგდიდის, დუშეთის, მცხეთის, კასპის, გორის, ქედის, ბორჯომის, საგარეჯოს, ახმეტის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში და თბილისში მდებარე სკოლების აღდგენით სამუშაოებს.

მათ შორისაა დაბა მესტიის №1, სოფლების – საყულიის, ჭიკაანის , საბუეს, ახალსოფლის N2, დარჩელის N2, ქვეშეთის, ბაზალეთის, საკრამულის, ქსოვრისის, ლამისყანის, უფლისციხის, წონიარისის, უდაბნოს, ვაჩიანის, დაბა ახალდაბის, ბორჯომის N3, ახმეტის №2, წყალტუბოს №3 და თბილისის №221 (კომაროვის სახელობის სკოლის დიდი დიღმის ფილიალი) საჯარო სკოლები.

“გათვალისწინებულია სკოლების შენობების ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე განახლების დეტალური გეგმის მომზადება, რაც მოიცავს როგორც სრულ რეაბილიტაციას ასევე საჭიროების შემთხვევაში გამაგრების სამუშაოებს პროექტების ფარგლებში მოწესრიგდება სკოლების ძირითადი ინფრასტრუქტურა, განახლდება სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები და ადაპტირდება თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საინჟინრო კომუნიკაციების გაუმჯობესებას — გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების განახლებას.

სკოლების რეაბილიტაციის შედეგად მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება – რა წერია კანონპროექტში?

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება – რა წერია…

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება. ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ კანონპროექტში წერია, რომელსაც ხელს მიხეილ ყაველაშვილი აწერს. “საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა…
2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ – რევაზ სოხაძე

2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ –…

„28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის…
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საგზაო სამუშაოებზე ₾150-მილიონიანი ტენდერები გამოცხადდა

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საგზაო სამუშაოებზე ₾150-მილიონიანი ტენდერები გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერები გამოცხადდა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 150…