2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში – თამარ იოსელიანი

2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში – თამარ იოსელიანი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იოსელიანმა თქვა რომ აკვატორიაში უკვე შემოსულია ორი ფსკერდამაღრმავებელი გემი, რომლებიც აღრმავებენ როგორც აკვატორიას, ასევე მიმდინარეობს ტალღმჭრელის მშენებლობა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს აქვს უდიდესი დატვირთვა როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის. შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველოსთვის სრულიად ახალი რეალობა შევქმნათ და ის გავხადოთ ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი შავი ზღვის რეგიონში და ჩვენი როლი გავამყაროთ შუა დერეფნის კონტექსტშიც. ეს უმნიშვნელოვანესია, ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში Tristao Da Cunha-ს შემდეგ ოპერირებას მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შეუდგა.

მსგავსი სიახლეები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია გადასული – თამარ იოსელიანი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია გადასული – თამარ…

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ”,…
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს. როგორც მან 6 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს…
“2032 წლამდე ინფრასტრუქტურაში $7 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება, ამ გეგმის ფლაგმანი პროექტი ანაკლიის ნავსადგურია“ – ქვრივიშვილი

“2032 წლამდე ინფრასტრუქტურაში $7 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება, ამ გეგმის…

„ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ამბიციური გეგმა, რომლის თანახმადაც, 2032 წლამდე ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“,…