რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა.

2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% პროცენტი შეადგინა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 5%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წელს გაზრდილია რესტორნებში ფასი ტრადიციულ კერძებზე. კერძოდ, აგვისტოში რესტორნებში ხინკალი წლიურად 10%-ით გაძვირდა. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 8%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 10%-ითაა გაზრდილი.

9%-ით გაიზარდა ბარში ლუდის ღირებულება. ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ფასიც და წლიურმა მატებამ 1% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი მოცულობაში 6%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი მოცულობაში 6%-ით შემცირდა

წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი მოცულობაში 6%-ით, თანხობრივად კი 0.6%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, საქსტატის 2026 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველომ ექსპორტზე 188.7…
2026 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 63.5 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 63.5 პროცენტით გაიზარდა –…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 422.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,…
8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა – საქსტატი

8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა –…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 915.6 მლნ აშშ დოლარი…