საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 56.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 8.14 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. მონეტარული ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში კი 14.1%-ს შეადგენს.

“2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაციის შესახებ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო და ოქროში პირველი ინვესტიცია განახორციელა. მას შემდეგ ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც საერთაშორისო რეზერვების მოცულობის დამატებით ზრდას შეუწყო ხელი. 2026 წლის ივნისში სებ-მა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა”, – აღნიშნავენ სებ-ში.

მათივე ინფორმაციით, 2026 იანვარ-ივლისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 2 მილიარდ 566 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო, 2026 წლის აგვისტოს წმინდა შესყიდვების სტატისტიკა 25 სექტემბერს გამოქვეყნდება. საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები

ლარში ცალკეული ტიპის სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი ფინანსური პირობების გამკაცრებაა მოსალოდნელი – სებ

ლარში ცალკეული ტიპის სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი ფინანსური…

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოში საკრედიტო აქტივობა მზარდია, თუმცა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დინამიკა ვალუტისა და სესხის ტიპის მიხედვით განსხვავდება. მონეტარული პოლიტიკის…
მესამე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 1,864.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო – სებ

მესამე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 1,864.4 მილიონი აშშ დოლარის…

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,864.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.9%-ით მეტია. ჯამურად,…
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის…

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების…