იქმნება სტატისტიკის სასწავლო ცენტრი, სადაც მსურველებს ტრეინინგების გავლის შესაძლებლობა ექნებათ

იქმნება სტატისტიკის სასწავლო ცენტრი, სადაც მსურველებს ტრეინინგების გავლის შესაძლებლობა ექნებათ

იქმნება სტატისტიკის სასწავლო ცენტრი, სადაც მსურველებს ტრეინინგების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

გოგიტა თოდრაძის თქმით, ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია და პირველი ტრეინინგი, დიდი ალბათობით, ოქტომბერში ჩატარდება.

„ავირჩევთ თემას, მაგალითად, ინფლაციის გაანგარიშება და ამასთან დაკავშირებული თავისებურებები ან, მაგალითად, როგორ იანგარიშება ეკონომიკური ზრდა და მთლიანი შიდა პროდუქტი. ნებისმიერ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს და ჩვენ ერთდღიან კურსს ჩავუტარებთ, ყველანაირ ნიუანსს გავუზიარებთ. არა მხოლოდ თეორიას, არამედ მისი გაანგარიშების პრაქტიკას. ამით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიყოთ მაქსიმალურად გამჭირვალეები და პასუხი გავცეთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში წამოსულ ნებისმიერ შეკითხვას. სხვათა შორის, პირველი ტრეინინგი ოქტომბერში ჩატარდება, დიდი ალბათობით. ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილი გვაქვს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებასაც მოვახდენთ“, – განაცხადა თოდრაძემ.

მსგავსი სიახლეები

საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი მოცულობაში 6%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი მოცულობაში 6%-ით შემცირდა

წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი მოცულობაში 6%-ით, თანხობრივად კი 0.6%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, საქსტატის 2026 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველომ ექსპორტზე 188.7…
2026 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 63.5 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 63.5 პროცენტით გაიზარდა –…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 422.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,…
8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა – საქსტატი

8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა –…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 915.6 მლნ აშშ დოლარი…