საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ინიციატივით, საქართველო მსოფლიოს პირველ ქვეყნებს უერთდება, სადაც AI სასკოლო პროგრამის ნაწილია. წელს AI წიგნიერების სასკოლო პროექტი საპილოტე ეტაპიდან მასშტაბირებაზე გადადის. პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა სკოლიდანვე ისწავლონ ხელოვნური ინტელექტის სწორად, ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოყენება სწავლისთვის, შემოქმედებისთვის და მომავალი საქმიანობისთვის.

2026 წლის პირველ ნახევარში პროგრამის საპილოტე ვერსია ჩატარდა 12 სკოლაში, 4 რეგიონში და 200-მდე მოსწავლის მონაწილეობით. მიღებული უკუკავშირის საფუძველზე კი, განახლდა სასწავლო პროგრამა, გაკვეთილების მასალები და მასწავლებლების მომზადების მოდელი. 2026-2027 სასწავლო წლიდან კი ხელოვნური ინტელექტი სასკოლო პროგრამის ნაწილი ოფიციალურად გახდა და საჯარო სკოლებისთვის არჩევითი და კლასგარეშე საგნის ფორმატებით არის ხელმისაწვდომი.

პროექტზე GAIA განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად მუშაობს. პარალელურად შეიქმნა AI წიგნიერების კონსორციუმი, რომელიც პროექტის მასშტაბირებისა და გრძელვადიანი განვითარების მხარდამჭერ კერძო სექტორის პარტნიორებს და დონორებს გააერთიანებს. კონსორციუმის პირველი წევრები თიბისი, მასტერქარდი, თეგეტა და სელფი გახდნენ. მათ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და საერთო მიზნებზე შეთანხმდნენ. პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი Google-ია, რომელიც მოსწავლეებს თავის წამყვან მოდელებზე წვდომას მისცემს.

პარტნიორების მხარდაჭერით მეტი სკოლისა და მოსწავლის დაფარვა მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი. მათი მხარდაჭერით, ასოციაცია მასწავლებლების მომზადებას და ტექნოლოგიურ რესურსებზე წვდომასაც უზრუნველყოფს.

გიგი გიორგაძე, GAIA-ს დირექტორი: „ჩვენი მიზანია, AI განათლება ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა მოსწავლისთვის არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებშიც. მოსწავლეები უნდა მოემზადონ შრომის ბაზარზე მოახლოებული ცვლილებებისთვის, ხოლო ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წელიწადში უნდა ჰყავდეს თაობა, რომლისთვისაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ისეთივე ორგანულია, როგორც ერთ დროს კომპიუტერთან მუშაობა გახდა.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან AI-ს საფუძვლებს, გენერაციული ინსტრუმენტების – ChatGPT-ის, Claude-ის, Gemini-ს – გამოყენებას, ვიზუალისა და კოდის შექმნას და, რაც მთავარია, შეიძენენ ამ ინსტრუმენტების პასუხისმგებლობიანად და კრიტიკული აზროვნებით გამოყენების უნარს – შეძლებენ AI-ს მიერ დაბრუნებული პასუხის გადამოწმებას, გაარჩევენ ნამდვილ ინფორმაციას გენერირებულისგან, ამოიცნობენ DeepFake-სა და მანიპულაციას. სწორედ ეს კომპეტენციები განსაზღვრავს, თუ რა ადგილს დაიკავებს ახალგაზრდა საქართველოდან გლობალურ ციფრულ რუკაზე უახლოეს ათწლეულში.”

ახლა პროექტი მასშტაბირების პირველ ეტაპზეა. ასოციაციის და პარტნიორების გრძელვადიანი მიზანია, რომ AI წიგნიერების სწავლება ეტაპობრივად გახდეს ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით და სულ უფრო მეტ სკოლას ჰქონდეს საკუთარი მომზადებული მასწავლებლით პროგრამის დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობა.

მსგავსი სიახლეები

ეროვნული ბანკი კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯის“ 572.118 მლნ ლარით დაჯარიმების მიზეზებს განმარტავს

ეროვნული ბანკი კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯის“ 572.118 მლნ ლარით დაჯარიმების მიზეზებს…

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯი“ 572 118 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსი” ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით წერს. სებ-ის განცხადებაში განმარტებულია პროვაიდერის…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6019 ლარი გახდა.…
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია…

2026 წლის 7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების…