ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ

ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდნენ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სსფ-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, ხაზი გაესვა, რომ რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, სტაბილური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგად საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტები რჩება ძლიერი, ქვეყნის საგარეო პოზიციები კი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

აღინიშნა, რომ 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, წლიურმა ინფლაციამ 5.6%, საბაზო ინფლაციამ 3.5%, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7% შეადგინა, რაც მიუთითებს, რომ ფასებზე ფუნდამენტური ინფლაციური ზეწოლა შედარებით ზომიერია. ხაზი გაესვა, რომ მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა დიდწილად მიწოდების მხარეს მოქმედი შოკებით, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის შედეგად ენერგომატარებლების გაძვირებით აიხსნება.

„ჩვენი პრიორიტეტია, არ დავუშვათ ამ შოკების ფართოდ გავრცელება შიდა ინფლაციურ პროცესებში ინფლაციური მოლოდინებისა და მეორე რაუნდის ეფექტების მეშვეობით. ინფლაციის შედარებით ხისტი მაჩვენებლები მთლიან ინფლაციაზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება. საშუალოვადიანი პროგნოზი კვლავ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და სასაქონლო ფასებთან დაკავშირებულ რისკებზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას და დადებითად შეფასდა 2026 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი. რეზერვები სსფ-ის ARA მეთოდოლოგიით განსაზღვრული ადეკვატურობის მაჩვენებლის 128.7%-ს შეადგენს.

აღინიშნა, რომ რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობამ, საგარეო ბალანსის გაუმჯობესებამ და ფინანსური ნაკადების უწყვეტმა შემოდინებამ, ამასთან რეზერვების დაგროვების პოლიტიკა მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს შეფასებისას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა, ნინო ჯელაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. ‎

მსგავსი სიახლეები

საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით – ფინანსთა მინისტრი

საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს…

„საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით“, – განაცხადა ფინანსთა…
ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,…
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“. დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის…