ჩვენი რეზერვები დოლარშია დენომინირებული, რადგან მივყვებით სახელმწიფო ვალის სტრუქტურას. თუმცა დივერსიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში შევიძინეთ როგორც მონეტარული ოქრო, ასევე სხვა ვალუტები, რომელთა შორის არის ჩინური იუანიც, რაც ჩვენს რეზერვებს მეტ მდგრადობას მატებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
ნათია თურნავას განმარტებით, აზიური ბაზრები, მათ შორის ჩინეთის კაპიტალის ბაზარი, განსხვავებული დინამიკით გამოირჩევა, მაგალითად, როდესაც დასავლურ ბაზრებზე გარკვეული შოკებია, აზიურ ბაზრებზე, შეიძლება, სხვა დინამიკა იყოს და ეს უფრო მედეგს ხდის მთლიანობაში ეროვნული ბანკის რეზერვებს.
„ჩვენი რეზერვები დოლარშია დენომინირებული, რადგან მივყვებით სახელმწიფო ვალის სტრუქტურას. თუმცა დივერსიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში შევიძინეთ როგორც მონეტარული ოქრო, ასევე სხვა ვალუტები, რომელთა შორის არის ჩინური იუანიც, რაც ჩვენს რეზერვებს მეტ მდგრადობას მატებს. ჩვენ ვაინვესტირებთ ამ რეზერვებს. იგივე აზიური ბაზრები, მათ შორის ჩინეთის კაპიტალის ბაზარი, არის განსხვავებული დინამიკით გამოჩეული. მაგალითად, როდესაც დასავლურ ბაზრებზე არის გარკვეული შოკები, ზემოაღნიშულ ბაზრებზე, შეიძლება, სულ სხვა დინამიკა იყოს და ეს უფრო მედეგს ხდის მთლიანობაში ჩვენს რეზერვებს. ჩვენ აქამდე დაშვებული გვქონდა 5%-იანი ნორმა და, ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად გავზრდით. ჯერჯერობით ალბათ დაახლოებით 15%-ის ფარგლებში დავრჩებით და შემდგომში შევხედავთ, იქნება თუ არა ეს გამართლებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა…
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ” მოხსენება წარადგინა. ინფორმაციას…
9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5943 ლარი გახდა.…