ნატო-ს შეხვედრაზე ჩვენ წევრ ქვეყნებს ვუთხარით, რომ შვედეთი და ფინეთი მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთმა განსაკუთრებით მკაფიოდ გამოთქვა შვედეთის მიერ მიწოდებული იარაღის დახმარების საკითხი.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საექსპორტო ნებართვების შეზღუდვა თურქეთისთვის იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ნატო-ს წევრები გახდებიან, მისაღები სიტუაცია არ არის.
„იყო წინადადება, რომ ვიმუშაოთ თურქეთის წუხილებზე. აქ აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები. მათ უნდა შეწყვიტონ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა“, – თქვა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “დღეს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობებმა მამაცი…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…