ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინა გახდა

ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინა გახდა

უკრაინა ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული გახდა. ფინალური კონცერტი იტალიის ქალაქ ტურინში ჩატარდა.

წელს ამ ქვეყნიდან ჯგუფი Kalush Orchestra მონაწილეობდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯგუფს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ 2003 წლიდან უკრაინის ეს მესამე გამარჯვებაა.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია იმისათვის, რომ ერთ დღეს, ევროვიზიას საპორტო ქალაქ მარიუპოლში ვუმასპინძლოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ შემდეგი ევროვიზიის ფინალი უკრაინაში ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ წელს, ევროვიზიის პირველი და მეორე ნახევარფინალური ტურებიდან ფინალში 20 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა. საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Circus Mircus კი კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „ინგლისური სამართლის ფორუმის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „ინგლისური სამართლის ფორუმის“…

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „ინგლისური სამართლის ფორუმის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი ქართული და ბრიტანული იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის…
3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება – პროგრამა

3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება – პროგრამა

თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 ოქტომბერს, „თბილისობა“ მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება. რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი,…
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე იზღუდება

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე იზღუდება

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით იზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება…