21 წლის ქართველი შემტევი რევაზ ინჯგია “აპოლონის” რიგებში კვიპროსის ჩემპიონი გახდა. მან მონაწილეობა 13 შეხვედრაში მიიღო და 1 გოლის გატანა შეძლო.
ინჯგიამ “პირველი არხი სპორტთან” ისაუბრა:
“წლევანდელ ჩემპიონატში მხოლოდ 13 მატჩი ჩავატარე, მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებ. “აპოლონი“ ჩემპიონი გახდა, კონტრაქტი კი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისთვის მოვემზადები. მე ისეთ გუნდსა და ისეთ მწვრთნელთან მოვხვდი, ვიცი, შანსი აუცილებლად მომეცემა“.
“აპოლონი” სეზონს 22 მაისს, ლარნაკის “აეკთან” მასპინძლობით დაასრულებს.
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…