თსუ-მ “ოლიმპთან” ჩამორჩენა შეამცირა

თსუ-მ “ოლიმპთან” ჩამორჩენა შეამცირა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ნახევარფინალურ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა. ლექსო ლაფანაშვილის, ნუგზარ ჭეიშვილისა და დიმიტრი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა საწყისი 2 მარცხის შემდეგ საკუთარი თამაში იპოვა და მეტოქე “ოლიმპს” ისე სძლია, შანსი არ მიუცია.

საბოლოოდ მატჩი თსუ-ს 21-ქულიანი გამარჯვებით – 75:54 დასრულდა. ასე მცირე ქულები ოლიმპელებს მიმდინარე სეზონში არ მიუთვლიათ, რაც უნივერსიტეტელთა დიდებულ დაცვით თამაშზე მიუთითებს. თსუ თავიდანვე მოტივირებული და მაქსიმალურად მობილიზებული გამოვიდა მოედანზე და სადებიუტო ლიდერობა პერიოდის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა – 18:11.

მეორე ათწუთეულში ვითარება არ შეცვლილა, თუმცა “ოლიმპის” შეცდომებით თსუიმდენად კარგად ვერ სარგებლობდა და დიდ შესვენებაზე მხოლოდ 9-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 40:31. მესამე პერიოდი გარდამტეხი გამოდგა. აღნიშნულ ათწუთეულში “ოლიმპმა” მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო თსუ-ს საპასუხო 14-ისა და ყველაფერი ნათელი შეიქნა: თსუ-ს 21-ქულიანი ლიდერობა ჰქონდა, რაც თამაშის მიმდინარეობის გათვალისწინებით, გასამარჯვებლად საკმარის ჰანდიკაპს წარმოადგენდა და საბოლოოდ შეხვედრა ისე ჩამთავრდა, დავით როგავას გუნდს შანსი არ მისცემია.

თსუ-ს ლოველ ქაბილმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა მიითვალა. 13 ქულა და 10 მოხსნა პაპ დიოპმა მიითვალა, ნიკოლოზ დარბაიძის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა. “ოლიმპში” 17 ქულა ჰქონდა იმორას ეიჯის, 13 ქულას დასჯერდა კახაბერ ჯინჭარაძე.

ნახევარფინალურ სერიაში ოლიმპელები 2:1 იგებენ და ფინალში გასასვლელად 1 მოგება აკლიათ, თსუ-ს კი ამის გასაკეთებლად მიჯრით 2 გამარჯვება სჭირდება. სერიის მომდევნო მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 17 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.

GBF

მსგავსი სიახლეები

სანდრო მამუკელაშვილი კარიერას ლოს ანჯელეს ლეიკერსში გააგრძელებს

სანდრო მამუკელაშვილი კარიერას ლოს ანჯელეს ლეიკერსში გააგრძელებს

“სანდრო მამუკელაშვილი “ლოს ანჯელეს ლეიკერსთან” ხელს 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს”, – ამის შესახებ ინფორმაციას NBA-ის ყველაზე სანდო ინსაიდერი, შემს შარანია ავრცელებს. სანდროს კალიფორნიულმა…
თსუ აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს – მინისტრი

თსუ აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს…

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს,” – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია…
რა ფაკულტეტები რჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს? – ჩამონათვალი

რა ფაკულტეტები რჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს? – ჩამონათვალი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრული „ერთი ქალაქი…