გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ალგეთის ეროვნულ პარკში, წალკის კანიონის პანორამული ხიდის გახსნის ღონისძიება გამართა. ხიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, გახსნა. კანიონზე გადაჭიმული 240 მეტრის სიგრძის მინის ხიდის შუაგულში განთავსებულია ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, ტერიტორიაზე მდებარეობს პრემიუმ ხარისხის სასტუმრო კომპლექსი კოტეჯებით, ასევე ვიზიტორთა ცენტრი, რესტორანი, საცურაო აუზი, 1800-მეტრიანი გზა ჩანჩქერამდე მისასვლელად, საკემპინგე ადგილები და სხვა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა სრულყოფილი შემეცნებითი რეკრეაციისთვის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და…
გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ოფიციალურად იხსნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის დელეგაციები. “ეს არის ზოგადად ძალიან კარგი…
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.…