საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, Globalize‐მა პარიზში ევროპის კონფერენციას უმასპინძლა, სადაც თავი მოუყარა ევროპაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებსა და ქართული სტარტაპებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს. კონფერენციის მიზანია, ქართული საინვესტიციო, საექსპორტო და სტარტაპ იდეების ევროპის ბაზარზე გატანა და ახალი პარტნიორების მოძიების ხელშეწყობა, ასევე, გამოცდილების გაზიარება იმ სტარტაპებისთვის, რომლებიც გლობალურად მასშტაბირებას გეგმავენ. GITA – ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა ქართული დიასპორების ჩართულობის მნიშვნელობაზე ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში. აღნიშნული ღონისძიება ქართული სტარტაპებისთვის უნიკალური პლატფორმაა გლობალური ბაზრების ათვისების კუთხით. კონფერენციამ მოიცვა პანელური დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, სტარტაპებისთვის early‐stage ინვესტიციების, აქსელერაციის, „სქეილინგისა“ და სწრაფი ზრდის შესაძლებლობები, ევროგაერთიანებაში ექსპორტირების სამართლებრივი ჩარჩოები, პროდუქტის შეფუთვის ნორმები ევროპასა და მსოფლიოში, გართობის ინდუსტრიის ადაპტაცია დროსთან, კრიპტო ვალუტების პოპულარობა მარეგულირებელთა რისკების წინააღმდეგ და სხვა. პანელურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებში სპიკერებმა გამოცდილება გაუზიარეს ქართულ სტარტაპებს, ექსპორტიორებსა და კონფერენციის მონაწილეებს. ღონისძიების მეორე ნაწილში კი 12 ქართული სტარტაპი საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ჯგუფების წინაშე წარსდგა, რასაც წინ უძღოდა ,,ფიჩინგისთვის მოსამზადებელი ვორქშოფი“, რომელსაც ორი უმაღლესი კლასის სპეციალისტი უძღვებოდა: ალბერტ სზულმანი ‐ სერიული ანტრეპრენერი, Scale up Booster აქსელერატორის თანადამფუძნებელი, მენტორი და ივს ლოსტანლენი ‐ გლობალური ანტრეპრენერი და ინვესტორი, 20 წლიანი გამოცდილებით მენეჯმენტის, ლიდერშიფისა და ბიზნესის ზრდის მიმართულებით.
Globalize-მა ოპერირება 2022 წლის მარტში დაიწყო. აპრილში დიდი წარმატებით შედგა პირველი საერთაშირისო კონფერენცია სილიკონის ველიზე, რომელმაც თავი მოუყარა აშშ-ში მოღვაწე წარმატებულ ქართველებს, როგორც გამოცდილების გაზიარებისთვის, ისე საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვისთვის. მიმდინარე წლის ბოლომდე საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციების სერია გაგრძელდება.
“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…