ომი და ეკონომიკური ზრდა
- ეკონომიკა
- ივნისი 24, 2022
- 810
ინტერვიუ ვლადიმერ პაპავასთან - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი, აკადემიკოსი
გლობალურად ეკონომიკები მცირდება. ჩვენთან პირიქით, პირველი კვარტლის
შედეგებით ეკონომიკურმა ზრდამ პროგნოზრებულ 10 პროცენტსაც კი გადააჭრაბა.
რასთან გავქვს საქმე?
– მთელ რიგ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირება და ცალკეულ
შემთხვევაში ეკონომიკური ვარდნაც კი რამდენიმე ფაქტორმა გაანპირობა.
პროცესს საფუძველი ჩაეყარა პანდემიის დროს. კერძოდ, ვარდნა დაიწყო 2020
წლიდან, თუმცა, ვაქცინაციის დაწყებამ 2021 წელს ეს პროცესი შეამსუბუქა. 2022
წლიდან კი ახალ ეკონომიკურ სირთულეებს ქმნის როგორც რუსეთის
ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში, ასევე დასავლეთის მიერ დაწესებული
ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, პროგნოზები
ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილი უნდა იყოს. უფრო მეტს
ვიტყვი, რომ, თუ ომის დაწყებამდე მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად,
მსოფლიოს ეკონომიკა სულ ცოტა 4,1 პროცენტით გაიზრდებოდა, ახლა ეს
მაჩვენებლი შემცირდა: ახლანდელი პროგნოზია, რომ მსოფლიო ეკონომიკა 2022
წელს მხოლოდ 2,9 პროცენტით გაიზრდება. საყურადღებოა, რომ მარტში მსოფლიო
ბანკი ამბობდა, რომ საქართველოში იქნებოდა 2,5 პროცენტიანი ზრდა, ხოლო უკვე
მოგვიანებით ეს პროგნოზი შეცვალა და ახლა უკვე საუბარია, რომ ზრდა იქნება
5,5 პროცენტი.
ასე, რომ ეს პროგნოზები, ისევე როგორც ყველა პროგნოზი პირობითია, იმიტომ
რომ დღეს ეკონომიკაში არსებული კრიზისის მთავარი საფუძველი არის ომი.
ვერავინ აკეთებს პროგნოზს, თუ ომი როდის დამთვარდება. უფრო მეტიც, ბოლო
პერიოდში უკრაინული მხარეც და ნატოს წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ომმა
შესაძლოა რამდენიმე წელიწადს გასტანოს, ამიტომ ეს რამდენიმე წელი მსოფლიო
ეკონომიკისთვის იქნება საკმაოდ რთული, უმთავრესად ტურბულენტური.
ჩვენთვის?
– ნამდვილად არ მოველოდი, რომ პირველ კვარტალში ასეთი მაღალი ეკეონომიკური
ზრდა იქნებოდა ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ რადგან დაფიქსირდა უნდა ავხსნათ ეს
მოვლენა. მთავარი არის სტაბილურობის განცდა. სტაბილურობის განცდა,
რომელიც განპირობებულია იმით, რომ ქვეყანამ ღიად, საჯაროდ აიღო კურსი, რომ
ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საომარი მოქმედებები არ იქნას
გადმოტანილი საქართველოში. ეს სტაბილურობის განცდა არის ძალიან
მნიშვნლეოვანი ბიზნესისთვის. იმიტომ რომ როცა ბიზნესი თავის გეგმებს აწყობს,
ყველა ფაქტორს ითვალისწინებს. შეიძლება რაღაც გამორჩეს, მაგრამ ცდილობს
გაითვალისწინოს. აღმოჩნდა, რომ საქართველო გარკვეულად არის
სტაბილურობის სიმბოლოდ ქცეული. ზოგს ეს მოსწონს, ზოგს ეს არ მოსწონს,
მაგრამ მთავარია, რომ არის იმის განცდა, რომ ქვეყანაში საომარი მოქმედებები
არ იქნება და ამიტომ ბიზნეს შეუძლია განვითარდეს.
ცალკე ფაქტორად უნდა აღინიშნოს ბიზნესების გადმოტანა რუსეთიდან,
უკრაინიდან და ბელორუსიდან საქართველოში. ამის მაგალითები ჩვენ ვიცით.
გაზრდილია ფულადი შემოსულობები ქვეყანის საბანკო სისტემაში, ფუძნდება
სხვადასხვა კომპანია, რაც თავისთავად სულაც არ არის ცუდი, რადგანაც ის
სტაბილური ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელია. მაგრამ მას აქვს მეორე,
უსაფრთხოების მხარე, რაც უკვე ცდება ჩემს კომპეტენციებს და რა თქმა უნდა, ამ
საკითხზე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმალური ინტენსიურობით უნდა
იმუშაოს ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა, იმ კომპეტენტურმა
ორგანოებმა, ვისაც უწინარეს ყოვლისა ევალება ქვეყნის უსაფრთხოების
უზრუნველყოფა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პირველი კვარტლის მონაცემები იძლევა თუ არა
საფუძველს, რომ უფრო ოპტიმისტური პროგნოზი გაკეთდეს, ვიდრე წლის დასაწყსში
იყო?
– მსოფლიო ბანკი ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა დღევანდელი გადასახედიდან
5,5 პროცენტი იქნება. მთავრობის პოზიციაა 7 პროცენტი. არიან ისეთი ექსპერტები,
რომლებიც მიიჩნევენ, რომ ზრდა შეიძლება 8 პროცენტიც კი იყოს. მე მარჩიელობას
ვერ დავიწყებ. იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დღეს მსოფლიოში
არის არაპროგნოზირებადი, ტურბულენტური სიტუაცია, ძალიან დაძაბული გარემო.
ასეთ ვითარებაში პროგნოზის გაკეთება, რა იქნება რუსეთის შემდეგი ნაბიჯი, რას
მოიმოქმედებს დასავლეთი, შეუძლებელია. მაგალითად, ლიეტუვამ შეზღუდა
სატრანსპორტო დერეფანი რუსეთის კალინგრადის ოლქთან. რა თქმა უნდა,
რუსეთი დაემუქრა ლიეტუვას. ეს მუქარა მხოლოდ სიტყვიერი იქნება, თუ რაღაც
სხვაში გადაიზრდება ამის პროგნოზიც კი შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ
ლიეტუვა არის ნატოს წევრი და მაშინ უკვე დაპირისპირება, თანაც ღია
დაპირისპირება იქნება ნატოსთან. მე ყოველთვის თავს ვიკავებდი
პროგნოზებისგან. ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი მსოფლიო ბანკის და
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებს. ყველას გვახოვს, რომ ფონდს და
მსოფლიო ბანკს თავისი პროგნოზები წლის განმავლობაში ბევრჯერ შეუცვლია,
მაშინ, როცა არც ომი იყო და არც პანდემია. თუ ეს საკმაოდ ხშირად იცვლება
ზოგადად, დღეს მითუმეტეს, შეუძლებელია მეტ-ნაკლებად სანდო პროგნოზის
გაკეთება. თუ უფრო მეტად არ გაფართოვდა საომარი მოქმედებები და ამან არ
მიიღო ძალიან დიდი მასშტაბები, ალბათ მსოლფიო ბანკის პროგნოზი
საქართველოსთვის 5,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა უნდა ჩაითვალოს რეალისტურად, 7 პროცენტიანი ზრდა უფრო ოპტიმისტურად, დანარჩენი კი
დაველოდოთ და ვნახოთ.
არის საქართველსო ეკონომიკის ზრდის კიდევ ერთი პოტენციალი. საქმე იმაში
გახლათ, რომ სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გადიოდა, რუსეთზე არის
ბლოკირებული. ის ბლოკირებულია ჩინეთისთვის და ცენტრალური აზიის
ქვეყნებისთვის, ამიტომ ისინი ცდილობენ გამოიყენეონ ის სატრანსპორტო
დერეფანი, რომელიც გადის აზრებაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე.
ბუნებრივია, ამ სატრანსპორტო დერეფნის გამოყენება, ნამდვილად პოზიტირუად
აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე.
ინფრასტრუქტურა არის სათანადო?
– კარგი შეკითხვაა. დავიწყოთ იმით, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი სრულად არ არის დატვირთული. მივაქციოთ ყურადღება იმასაც, რომ ბაქო-
თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზაც არ არის დატვირთული. უფრო მეტსაც გეტყვით, ახლქალაქი-ყარსის რკინიზგა პრაქტიკულად არც კი ფუნქცინიორებს; ან
უფრო სწორად რომ ვთქვათ, იშვიათად ფუნციონირებს, სტაბილური ტვირთების არ არსბეობის გამო. ამიტომ ინფრასტრუქტურა როგორ არ არის.
პორტების მისამართით მოვისმინეთ შეფასებები, რომ ჩვენი პორტები ვერ გაუძლებენ
დატვირთვას…
– კი ბატონო, მაგრამ მე ახლა რკინიგზაზე გითხარით, რომელიც აშენებულია და
უმოქმედოა. რაც შეეხება პორტების განვითარებას, ჩვენ ვიცით, რომ ფოთის
პორტს აქვს განვითარების სერიოზული პოტენციალი და სერიოზული პროექტი
არსებობს. ამიტომ დღეს ამ კუთხით განსაკუთრებული აქცენტების გაკეთება
მნშვნელოვანია. აპრილის ბოლოს ყაზახეთის მთავრობამ გააკეთა განცხადება,
რომ 2-დან 3 მილიონ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირება მოხდება
საქართველოს გავლით. ეს სამაოდ დიდი მაჩვენებელია. ცენტრალური აზიის
ქვეყნებისთვის ეს გამოწვევაა. იგივე 2018 წელს ხელი მოეწერა შეთნხმებას,
რომელმაც კასპიის ზღვის იურიდიული სტატუსი დაადგინა. ახლა ყველანაირი
შესაზლებლობა არსებობს იმისა, რომ აშენდეს ტრანსკასპიური გაზსადენი,
რომელიც თურქმენეთს აზერბაიჯანთან დააკაშირებს. სანამ ეს შეთანხმება
იქნებოდა კასპიის ზღვის იურიდიული სტატუსის შესახებ, მანამდე კონფლიქტური
სიტუაცია იყო, ქვეყნები ერთმანეთს ხელს უშლინდენ. 2018 წელს შეთანხმება
გაფორმდა, ამიტომ ტრანსკასპიური გაზსადენის აშენება მხოლოდ და მხოლოდ
ორი მთავრობის თურქმენეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების კომპეტენციაა. რა
თქმა უნდა, დასავლეთი ძალიან იქნება დაინტერესებული ამ გაზსადენის
მშენებლობაში, რადგან ეს არის რუსეთისგან დამოუკიდებელად ენერგეტიკული რესურსის ტრანსპორტირების გზის ფორმირება, რაც ძალიან მნიშველოვანია
ევროპისთვის.
რამდენად მოკლევადიან პერიოდში შეიძლება ველოდოთ ამ პროექტს?
– მოკლევადიან პერსპექტივაზე საუბარი არ არის, ისევე როგორც, მოკლევადიან
პერსპექტივაზე ვერ საუბრობენ ომის დასრულების კონტექსტში. მაგრამ თუ
რკინიგზა ამოქმედდება ეს უკვე ძალიან დიდ პერსპექტივებს აჩენს.
სანამ პანდემია დაიწყებოდა ყოველთვის ნოემბერში თბილისში ტარდებოდა
აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენცია, სადაც აბრეშუმის გზის გასწვრივ
მდებარე ქვყენების მთავრობები, პოლიტიკოსები და ექსპერტები იკრიბებოდნენ
თბილისში და განიხილავდნენ შესაძლო თანამშორმლობის პერსპექტივებს.
სამწუხაროდ, პანდემიამ ხელი შეუშალა ამას. ვიმედოვნებ, რომ 2022 წლის ნოემბერში მსგავსი კონფერენციის ჩატარება მოხერხდება. ეს საშური საქმეა ყველასთვის, საქართველოსთვის, დასავლეთისთისაც და მსოფლიოსთვისაც.
- Tags
- ეკონომიკა
- ომი
- ომის გავლენა
- პროგნოზი