რაზე ისაუბრეს ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა შეხვედრაზე?

რაზე ისაუბრეს ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა შეხვედრაზე?

საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მზარდი დინამიკა და ის პოტენციალი, რომელიც ქვეყნებს შორის კიდევ უფრო დიდი ურთიერთკავშირის განვითარების საშუალებას იძლევა.

„უნგრეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან პარტნიორად. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სავაჭრო ურთიერთობებზე, სადაც პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ქართული ექსპორტის გაზრდა უნგრულ ბაზარზე“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ინფორმაციით, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი ქართული და უნგრული კომპანიების პარტნიორობის გაღრმავებას აქტიურად უჭერს მხარს და მზად არის, დააფინანსოს მათი ერთობლივი ბიზნესპროექტები. მხარეებმა საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის უახლოეს მომავალში გამართვის შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ ოპერირების მნიშვნელობაზე საქართველოს საავიაციო და ტურისტული ბაზრის განვითარებისთვის.

უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილმა უნგრელ კოლეგასთან საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკასა და იმ ამოცანებზე ისაუბრა ვრცლად, რომლებიც საგარეო, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების ბაზრებზე ქართული ექსპორტის გაზრდისა და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვისაა პრიორიტეტული. მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომლებიც რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მზარდია და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად რჩება და ამას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციების რეკორდული ზრდის მაჩვენებლებიც ადასტურებს.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2022 წლის 5 თვეში საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 30%-ით არის გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები

“2027 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია” – კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

“2027 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია” – კომიტეტმა…

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.…
“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა” – მარიამ ქვრივიშვილი

“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა” – მარიამ…

“თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისი-შანხაის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ…
საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების ოქმს მოაწერეს ხელი

საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების ოქმს მოაწერეს…

საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში 10 თვის წინ, გასული წლის ივლისში დაანონსებული ცვლილებები შევიდა. ოქმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…