ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ
მიმდინარე წლის 4 ივლისს, 22:05 საათზე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა
რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი (რეგისტრაციის ნომრით- m/v “VF Tanker-15” IMO #
9645047), რომელიც დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრანზიტული
ტვირთით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად,
დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება
საერთაშორისო სანქციები.

ამასთან, განვმარტავთ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საღუზე რაიონში მყოფი
რუსული დროშის ქვეშ მცურავი მეორე გემი (რეგისტრაციის ნომრით – NEFTERUDOVOZ-
47M) არის ბალასტით, ანუ ტვირთის გარეშე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტოს ცნობით, გემი შემოსულია ეგვიპტიდან, „დამიეტტას“ ნავსადგურიდან,
ხოლო ბათუმის ნავსადგურიდან გეგმავს ტვირთის გატანას ექსპორტზე. აღნიშნულ
გემზე, ისევე როგორც ტვირთზე არ ვრცელდება რაიმე სახის შეზღუდვა (აღნიშნული
ინფორმაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ოფიციალურ
მონაცემებზე დაყრდნობით 30 ივნისს გაავრცელა).
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც
გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან
მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში – მას არ ეძლევა
საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების
უფლება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მსგავსი სიახლეები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა – გადაზიდვის 1239 ფაქტი გამოავლინეს

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს…

2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 90549 კოლოფი…
6 თვეში საბაჟოზე 6.4 მლნ ლიტრი არადეკლარირებული დიზელის შემოტანის შემთხვევა გამოავლინეს

6 თვეში საბაჟოზე 6.4 მლნ ლიტრი არადეკლარირებული დიზელის შემოტანის…

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრად კონტროლდება. კერძოდ,…
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ამასთან,…