მინისტრი: ქართული მეღვინეობის დარგი მზადაა ამერიკაში ამბიციური განაცხადი გააკეთოს

მინისტრი: ქართული მეღვინეობის დარგი მზადაა ამერიკაში ამბიციური განაცხადი გააკეთოს

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ვაშინგტონში და ნიუ იორკში ქართული ღვინის ექსპორტიორებს, მაღაზიების მფლობელებს და მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მარკეტინგული კომპანიის „კოლანჯელო და პარტნერს” ოფისში გამართულ შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ მათი ხედვები მოისმინა და იმედი გამოთქვა, რომ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, „კოლანჯელო და პარტნერსი” აქტიურად იმუშავებს მარკეტინგულ და პოპულარიზაციის გეგმებზე, რომელიც მიმართულია ქართული ღვინის აშშ-ს ბაზარზე ცნობადობის ამაღლებისკენ, რაც უდავოდ აისახება ქართული ღვინის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. „კოლანჯელო და პარტნერსი” ერთ-ერთი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიაა, რომელსაც 25-წლიანი გამოცდილება აქვს.

„ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ თქვენთან თანამშრომლობით და თანმიმდევრული და სწორად დაგეგმილი აქტივობების შედეგად, ქართული ღვინის ცნობადობა უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რომ შეიქმნას და დამკვიდრდეს „ქართული ღვინო“, როგორც გლობალური ბრენდი, მოხდეს მისი პოპულარიზაცია მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ახლა არის უნიკალური მომენტი, როცა ქართული მეღვინეობის დარგი მზად არის, ამერიკაში ამბიციური განაცხადი გააკეთოს”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამართულ შეხვედრაზე, სადაც როგორც ღვინის ექსპორტიორები, ასევე საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დეტალურად განიხილეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების სტრატეგია. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ამერიკაში ქართული ღვინის წარმატებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართული ღვინის კომპანიებისა და ამერიკელი იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების დაკავშირება, ამავე დროს, ამერიკაში მოღვაწე იმპორტიორ-დისტრიბუტორების მაქსიმალური ჩართვის ხელშეწყობაა საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ დაგეგმილი აქტივობები მიიზიდავს აღნიშნულ აუდიტორიას, შეიქმნება მეტი ინტერესი საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანთან ერთად, ვაშინგტონში მდებარე ღვინის მაღაზიაში „Bach 13” ქართული ღვინის გაყიდვების მაჩვენებლებით და არსებული პოტენციალით დაინტერესდა. როგორც მაღაზიის მეპატრონე გიგა გრიგოლიამ აღნიშნა, მაღაზია ამერიკელ მომხმარებელს საქართველოდან 30-მდე კომპანიის ღვინოსა და ალკოჰოლური სასმელების ასორტიმენტს სთავაზობს. მისივე თქმით, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გაიზარდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს ქართული ღვინის რვა ათასწლოვან ისტორიას.

მსგავსი სიახლეები

საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი მოცულობაში 6%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი მოცულობაში 6%-ით შემცირდა

წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი მოცულობაში 6%-ით, თანხობრივად კი 0.6%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, საქსტატის 2026 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველომ ექსპორტზე 188.7…
აშშ და საქართველო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

აშშ და საქართველო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

აშშ და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ. გასულ კვირას ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის…
ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა – რა განიხილეს?

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა – რა…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო…